რუსეთში „ინსტაგრამი“ დაიბლოკა

14 მარტი 2022, 10:04 1141 ნახვა

რუსეთში ინსტაგრამი დაიბლოკა. სოციალურ ქსელში წვდომა 14 მარტის 00:00 საათიდან შეზღუდულია.

რუსეთის ტერიტორიაზე „ინსტაგრამი“ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის, "როსკომნადზორის“ გადაწყვეტილებით დაიბლოკა. უწყების მტკიცებით, სოციალურ ქსელში რუსეთის მოქალაქეების, მათ შორის სამხედრო პირების მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის მოწოდება ხდებოდა.

11 მარტს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ინსტაგრამის“, „ფეისბუქისა“ და „უოთსაფის“ მფლობელი კომპანია „მეტას“ „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ აღიარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში