კიევში ჭურვი 9 სართულიან შენობას მოხვდა

14 მარტი 2022, 10:17 876 ნახვა

კიევის  ობოლონის რაიონში საარტილერიო ჭურვი ცხრასართულიან შენობას მოხვდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციის სამსახურში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად პირველიდან მესამე სართულამდე კორპუსი ნაწილობრივ დაინგრა, ზედა სართულებზე კი ხანძარი გაჩნდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ეკიპაჟები და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბოლო მონაცემებით 5 პირი გადაარჩინეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში