მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში შეჭრისა და ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითხოვს

14 მარტი 2022, 12:54 711 ნახვა

მსოფლიო მართლმადიდებელი პატრიარქი ბართლომე უკრაინაში შეჭრისა და ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ითხოვს. კონსტანტინოპოლის პატრიარქის თქმით, მსოფლიო ხედავს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას და და აღფრთოვანებულია მათი სასტიკი წინააღმდეგობით უსირცხვილო დამპყრობლის წინააღმდეგ.

„ჩვენ ასევე მოხარულნი ვართ, რომ ვხედავთ რუსეთის მოქალაქეების გაბედულ რეაქციას სისხლისღვრაზე. ძალადობა და ომი არა მხოლოდ არ წყვეტს უთანხმოებებს, არამედ იწვევს ტკივილსა და სიკვდილს და ქმნის უფრო რთულ პრობლემებს. ომი არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რომელიც ახლა მშვიდობის კანონია“, – განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში