გაერო - უკრაინა 2.7 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა

14 მარტი 2022, 09:56 651 ნახვა

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით უკრაინის ქალაქებიდან 5 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისი ინფორმაციით, კიევის ოლქიდან 3 950 მოქალაქე, ლუგანსკიდან კი - 1 600 გაიყვანეს.

ამასთან, ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა ვერ მოხერხდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, უკრაინა, ამ დრომდე, 2 მილიონ 698 280-მა ლტოლვილმა დატოვა.

მისივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნიდან გასული ლტოლვილების ნახევარზე მეტს, პოლონეთი მასპინძლობს, რომელსაც უკრაინიდან 1 655 503-მა ადამიანმა შეაფარა თავი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში