რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ ომის ზონაში ჩავიდა და კიევთან ახლოს იმყოფება

14 მარტი 2022, 12:00 1883 ნახვა

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ ომის ზონაში ჩავიდა და კიევთან ახლოს იმყოფება.

კადიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა მუშაობა საერთოდ არ იცის. კადიროვი წერს, რომ მათ მისი ძებნა არ მოუწევთ, რადგან მალე ისინი თავად მოძებნიან.

„კიევის ერთ მხარეს ჩვენ შევდივართ, ხოლო მეორე მხარეს ძველი გამოცდილი მებრძოლები ჩემი ძვირფასი ძმის ადამ დელიმხანოვის მეთაურობით, რომლებმაც გაიარეს ორი სამხედრო კამპანია და არაერთხელ აჩვენეს თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები და სულისკვეთება“, - აცხადებს კადიროვი.

მანამდე უკრაინის შს მინისტრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და კიევის ოლქში, ივანკოვში იმყოფება. მისივე თქმით, კადიროვმა თავის სპეცრაზმს ბავშვების გატაცება დაავალა.

მან ჩეჩნეთის ლიდერს მოუწოდა, გამოჩნდეს და სარდაფებში ვირთხასავით არ დაიმალოს.

ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაშია, 13 მარტს გაავრცელა გროზნოს ტელევიზიამ. ერთი დღით ადრე, 12 მარტს კადიროვმა განაცხადა, რომ მის მებრძოლებს არ მოსწონთ უკრაინაში მიმდინარე ომის ტემპი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში