გვიან საღამოს მიმიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჩამიტარდა გამოკვლევა, ვეღარ ვგრძნობ კიდურებს - მიხეილ სააკაშვილი

14 მარტი 2022, 14:05 1164 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, განცხადებით, გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას სხვადასხვა სახის კვლევები უტარდება.

მისივე თქმით, ექიმებმა უთხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა არ ჩაუტარდება დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით.

"გუშინ, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გვიან საღამოს ჩვენს დროს ხელახლა აშენებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს. იქ ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა ჩამიტარდა. პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი ეროზიები, ნუ არც იყო გასაკვირი.

რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით.

ქართულ პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თავიდანვე გათვლილი იყო ასეთ შედეგზე. ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო, გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს"- წერს მიხეილ სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში