კანონი ''მაუწყებლობის შესახებ''

26 დეკემბერი 2016, 00:00 3040 ნახვა

''მაუწყებლობის შესახებ'' კანონში ცვლილებების შეტანაა საჭირო” აცხადებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ეკა  ბესელიას თქმით, ამით თავიდან აიცილებენ არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებს, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის საქმიანობას ეხება.  შეგახსენებთ, საზოგადოებრივ მაუწყებელში დირექტორის ასარჩევად კონკურსი მიმდინარეობს. სამეურვეო საბჭოს უკვე მიმართა შვიდმა კანდიდატმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევის საკითხზე კომენტარი გააკეთა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემაც.  ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, ღია და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული. მისი თქმით, არსებობს კარგი პრეცედენტი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელის არჩევის სახით, პროცესი ნამდვილად იყო გამჭვირვალე და სწორად წარიმართა. 

ამავე კატეგორიაში