კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს, მისი ფრაგმენტები სახლს მოხვდა - არის გარდაცვლილი და დაშავებულები

14 მარტი 2022, 14:54 880 ნახვა

საზენიტო ძალებმა კიევის თავზე რაკეტა ჩამოაგდეს, მისი ფრაგმენტები საცხოვრებელ ზონაში ჩავარდა და ხუთსართულიანი შენობა გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტის ფრაგმენტები გზაზე დაეცა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. მისივე განმარტებით, ორი დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

"ტროლეიბუსი, რომელიც მგზავრების გარეშე იყო, მთლიანად განადგურდა. დაზიანდა მეზობელი სახლების აივნები და პირველ სართულებზე კომერციული ფართები"-განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში