რუსეთს აქვს დამოუკიდებელი პოტენციალი, გააგრძელოს ოპერაცია უკრაინაში, ყველაფერი გეგმის თანახმად მიმდინარეობს - პესკოვი

14 მარტი 2022, 17:17 1236 ნახვა

რუსეთს აქვს მისი დამოუკიდებელი პოტენციალი, რათა გააგრძელოს ოპერაცია უკრაინაში. ყველაფერი გეგმის თანახმად მიმდინარეობს და დროულად დასრულდება,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არა, დასრულების თარიღი არ სახელდება. რუსეთის ხელისუფლების ყველა გეგმა სრულად იქნება რეალიზებული ადრე დამტკიცებულ ვადებში“,- აღნიშნა პესკოვმა.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარება სთხოვა.

კრემლის განცხადებით, რუსეთს შეუძლია სრული კონტროლი დაამყაროს უკრაინის ძირითად ქალაქებზე და აქვს საკმარისი სამხედრო ძალა უკრაინაში მისი მიზნების შესასრულებლად, ჩინეთის მხრიდან ყოველგვარი დახმარების გარეშე.

„ოპერაციის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა ნამდვილად გასცა განკარგულება, რათა თავდაცვის სამინისტროს თავი შეეკავებინა საკვანძო ქალაქებზე მყისიერი შტურმის მიტანისგან, მათ შორის კიევზეც, იმის გამო, რომ შეიარაღებული ნაციონალისტური ფორმირებები მძიმე სამხედრო ტექნიკას უშუალოდ დასახლებულ პუნქტებში განალაგებენ. ბრძოლა მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში კი აუცილებლად გამოიწვევს მძიმე დანაკარგებს მშვიდობიან მოსახლეობაში. ოპერაცია სწორედ ამის გათვალისწინებით დაიგეგმა,“- განაცხადა პესკოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში