დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხს განიხილავენ. საპარლამენტო ასამბლეა წუთიერი დუმილით გაიხსნა. ასამბლეის წევრებისთვის დღეს სიტყვით უნდა მიემართა უკრაინის პრეზიდენტს . ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოქსმა განაცხადა, რომ ტექნიკური საკითხების გამო უკრაინის პრეზიდენტი ჩართვას ვეღარ მოახერხებს და მის ნაცვლად საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი მიმართავს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქალაქ მარიუპოლში 2 ათას 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სკოპიეში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ომის გამო, 2 მილიონ 600 ათასზე მეტი ადამიანი უკრაინიდან გაიქცა, ხოლო ლტოლვილთა რიცხვი შესაძლოა 4-5 მილიონამდე გაიზარდოს.