უცვლელი ტარიფები

26 დეკემბერი 2016, 00:00 3158 ნახვა

სემეკის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი რჩება. რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფი არ გაეზრდება, თუმცა მცირე ცვლილება ეხება კომერციულ ტარიფს, გაძვირება შეეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც საშუალო და მაღალი ძაბვის ელექტროენერგიას მოიხმარენ. 
სემეკ-ის მიერ დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. სემეკის დღევანდელ გადაწყვეტილებას უკვე მოყვა გამოხმაურება ექსპერტთა და პოლიტიკურ წრეებში. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში