სკრინინგი საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის

14 მარტი 2022, 18:49 1132 ნახვა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა - "ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის“ პროგრამის ფარგლებში აქტიურად დაიწყო ინტეგრირებული სკრინინგის ჩატარება სხვადასხვა ჯგუფში. პროგრამა  ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის კვლევას მოიცავს, წელს სკრინინგს COVID-19-ის ტესტირება დაემატა. დღეს გამოკვლევები ბათუმის N23 და N24 საბავშვო ბაღის პერსონალს ჩაუტარდა.  პროგრამის ფარგლებში კვლევა უკვე ჩაუტარდა 27 133 ბენეფიციარს. სკრინინგის შედეგად გამოვლენილი საეჭვო შემთხვევები: C ჰეპატიტზე დადებითი -195, აივ ინფექცია/შიდსზე - 4, ტუბერკულოზზე - 17.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში