უკრაინელმა მაშველმა ანტონ გერაშენკო მტრისთვის კოორდინატების გადაცემაში დაადანაშაულა

15 მარტი 2022, 01:36 4071 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა 14 მარტს კიევში განხორციელებული თავდასხმისას, როცა რუსული ავიაცია ერთ-ერთი კორპუსის დაბომბვას ცდილობდა. კადრები შემთხვევის ადგილიდან უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონი გერაშენკომ გაავრცელა.

ამის გამო გერაშენკოს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი დაუპირისპირდა. ქალმა სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციური მიმართვა გაავრცელა და მინისტრის მრჩეველი მტრისთვის კოორდინატების გადაცემაში დაადანაშაულა.

„მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველ ანტონ გერაშენკოს. თქვენ დღეს უკვე მესამედ გაეცით ინფორმაცია საცეცხლე წერტილებზე. რომელიც მათ ბოლომდე ვერ დაბომბეს. მესამედ ამბობთ ზუსტ მისამართს, სადაც ჩამოვარდა მტრის რაკეტები. საკმარისია! გეყოფათ!“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში