ვერაფერს წაიღებთ უკრაინიდან, რატომ უნდა მოკვდეთ? თუ დანებდებით, მოგექცევით ისე, როგორც ადამიანებს ექცევიან - ზელენსკი რუს ჯარისკაცებს

15 მარტი 2022, 10:01 715 ნახვა

მინდა ვუთხრა რუს ჯარისკაცებს, მომისმინეთ ყურადღებით, რუსო ოფიცრებო, თქვენ წაართმევთ სიცოცხლეს, ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენს სიცოცხლესაც წაგართმევენ. რატომ უნდა მოკვდეთ? რისთვის? მე ვიცი, რომ თქვენ გინდათ, გადარჩეთ. ჩვენ გვესმის თქვენი საუბრები, გვესმის, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ უაზრო ომზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

მან რუს სამხედროებს არჩევანი შესთავაზა, რომელიც მათ სიცოცხლის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინული ძალები რუს ჯარებს დამანგრეველ ზიანს აყენებენ.

„მე გთავაზობთ არჩევანს. უკრაინელი ხალხის სახელით, ჩვენ გაძლევთ თქვენ გადარჩენის შანსს. თუ ჩაბარდებით ჩვენს ძალებს, ჩვენ მოგეპყრობით თქვენ ისე, როგორც საჭიროა ადამიანებთან მოპყრობა. სწორედ ადამიანებთან – ღირსეულად. ისე, როგორც თქვენ თქვენს არმიაში არ გეპყრობოდნენ და როგორც თქვენი არმია ჩვენს არმიას არ ეპყრობა. აირჩიეთ“, – მიმართა უკრაინის ლიდერებმა რუს სამხედროებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში