ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა​

15 მარტი 2022, 10:20 802 ნახვა

ჩერნიგოვოში რუსეთის სამხედრო ძალების მიერ საცხოვრებელი რაიონებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალური პროკურორის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 14 მარტს რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე არტილერიამ დააზიანა ჩერნიგოვოს ეროვნული ინსტიტუტის შენობა, სადგურის მიმდებარედ მდებარე ბაზარი, საცალო-საბითუმო ბაზა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, წყალსადენის სატუმბი სადგური, ადმინისტრაციული შენობა და ოთხი სატრანსპორტო საშუალება.

რუსეთის ძალების ქმედებებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში