მოსახლეობის ევაკუაცია კიევიდან

15 მარტი 2022, 10:51 839 ნახვა

უკრაინის პოლიცია დედაქალაქ კიევის  ჩრდილოეთი ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახდენს.  500-ზე მეტი ბავშვი უკვე გაიყვანეს უსაფრთხო ადგილებში. 

პოლიციის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეები, ასაკოვანი ადამიანები და მცირეწლოვნები ავტობუსებით  კიევის ოლქის ბროვარის რაიონიდან  დედაქალაქის  ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე  მსხვილ  რეგიონში გადაჰყავთ. 

უკრაინის ხელისუფლება დედაქალაქზე ფართომასშტაბიანი თავდასხმებისთვის ემზადება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში