უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

15 მარტი 2022, 10:51 725 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი  აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი  მხოლოდ დასაწყისია. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მომავალშიც გააგრძელებს.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის მუშაობა საკმაოდ კარგად მიდის. ზელენსკი რუს სამხედროებს ჩაბარებასა და გადარჩენას სთავაზობს.  

ზელენსკის თქმით, უკრაინის მიწაზე, დამპყრობლების ქმედებების შესახებ, პარტნიორებთან საუბრისას, მათ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზიდენტი ოკუპანტს აფრთხილებს, რომ ომზე,  დემოკრატიის ნგრევასა და ადამიანების რეპრესიებზე პასუხს მკაცრად აგებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში