საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

15 მარტი 2022, 12:03 1366 ნახვა

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა.

მსოფლიო პირველობაზე 40 ქვეყნის 166 მონაწილე 23 დან 27 მარტის ჩათვლით იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

  • მორის ყვითელაშვილი - ერთეულები  
  • ანასტასია გუბანოვა - ერთეულები 
  • მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - სპორტული ცეკვები
  • კარინა საფინა და ლუკა ბერულავა -  სპორტული წყვილები

ქართული დელეგაცია საფრანგეთში 20 მარტს გაემგზავრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში