გაერო: უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 2,5 მილიონზე მეტი ლტოლვილი გადავიდა

15 მარტი 2022, 11:20 711 ნახვა

უკრაინელ ლტოლვილთა ნაკადი არ წყდება  უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მიმართულებით იმის მიუხედავად, რომ  ამ დღეებში  რუსმა ოკუპანტებმა  პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მდებარე სამხედრო პაზა დაბომბეს.

იავორივის  მშვიდობისა და უსაფრთხოების  მხარდამჭერის საერთაშორისო ცენტრზე თავდასხმით, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან  25 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი  ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიას უშუალოდ მიუახლოვდა.  

პოლონეთმა  უკრაინიდან გაქცეული  2 მილიონ 600 ათასი  ლტოლვილიდან  მილიონ 600 ათასი   უკვე  შეიფარა.   

ირპინის 76 წლის   მკვიდრი ვლადიმირი ამბობს, რომ  ოჯახთან ერთად  რუს ოკუპანტებს გამოექცა, რომლებსაც ისინი თავისივე სახლის სარდაფში ერთი კვირის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ. ახლა მას  იმედი აქვს,  რომ პოლონეთში იპოვის თავშესაფარს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში