რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

15 მარტი 2022, 14:06 710 ნახვა

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქალაქ ხერსონში საპროტესტო აქციები გრძელდება.  ქალაქის მკვიდრები უკრაინის დროშებით ქვეყანაში რუსეთის სამხედრო შეჭრას აპროტესტებენ.  ქალაქის მთავარ შენობაზე უკრაინული დროშა აღარ ფრიალებს.

ოკუპანტები  ხერსონში ფსევდო რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ, რითაც უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სეპარატისტული  რესპუბლიკის  შექმნას აპირებენ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით,  რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონსა და ხერსონის ოლქის მთელ ტერიტორიაზე სრულად აკონტროლებენ.

უწყების გადაწყვეტილებით, ხერსონის მთელ ტერიტორიაზე დაპყრობილი უკრაინული სამხედრო ტექნიკა  უკრაინის არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს გადაეცემათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში