პროტესტი რუსეთის პირველი არხის ეთერში

15 მარტი 2022, 15:03 1278 ნახვა

რუს ჟურნალისტს , რომელმაც რუსეთ-უკრიანის ომი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა  და რომელიც ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა, ადვოკატები  ისევ ვერ პოულობენ.

მარინა ოვსიანნიკოვას  ადვოკატი, დანიილ ბერმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ მარინა რომელიღაც რაიონულ განყოფილებაში ჰყავთ.

რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას უფლებადამცველი ამბობს, რომ რუსეთში მოქმედებს სქემა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ადვოკატის გარეშე მიჰყავთ დაკითხვაზე და აშანტაჟებენ.

კრემლის მიერ კონტროლირებული ტელეარხის საინფორმაციო პროგრამა „ვრემია“-ს პირდაპირი ეთერისას ოვსიანნიკოვას საპროტესტო გამოსვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის „ოსტანკინო“-ს განყოფილებაში.  

"არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!" - ამ შინაარსის პლაკატით არხის რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში შევიდა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „ვრემიას" რედაქტორს პირდაპირ ეთერი გამოხატული პროტესტისთვის.

რუს ჟურნალისტს, ასევე მადლობას უხდის ათასობით რუსი და უკრაინელი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში