არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმე - პატრულ-ინსპექტორები პატიმრობაში რჩებიან

15 მარტი 2022, 13:47 900 ნახვა

არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორების განცხადებით, მიუხედავად ბრალის აღარებისა,  ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს. 

პატრულ-ინსპექტორების ადვოკატებმა  მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ  აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგოლობით  მიმართეს და განმარტეს, რომ   ბრალდებულების თავისუფლებაში ყოფნა  საფრთხეს არ წარმოადგენდა.  

პატრულ - ინსპექტორმა  კახა ბაკაშვილმა   სასამართლო პროცესზე  წარდგენილი ბრალი  აღიარა. შემთხვევა თბილისის მეტროში 23 იანვარს მოხდა. 

გამოძიება პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობას ედავება , ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ხოლო  პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში