უკრაინაში ომის გაშუქებისას 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35 დაშავდა

15 მარტი 2022, 18:29 1051 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას, 35 ჟურნალისტი დაშავდა და 3 დაიღუპა. ინფორმაცია რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ გაავრცელა. მისივე განცხადებით, რუსი ოკუპანტები მათი ქმედებების ობიექტურ გაშუქებას ეწინააღმდეგებიან და აქედან გამომდინარე, ხოცავენ და ცეცხლს უხსნიან ჟურნალისტებს. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი მიკოლაევთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გაშუქებისას დაიღუპა, ტელეოპერატორი ევგენი საკუნი - კიევში სარაკეტო თავდასხმას შეეწირა, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დოკუმენტალისტი ბრენტ რენო კი ირპენში ბლოკპოსტზე მოკლეს. ოკუპანტების სამიზნეა სატელევიზიო ინფრასტრუქტურის ობიექტები, მათ შორის კიევის, ლუცკისა და რივენის სატელევიზიო ანძები.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში