ვწუხვარ გამორჩეულად პოზიტიური ადამიანის, ჩვენი გუნდის წევრის თეა ვადაჭკორიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო - თორნიკე რიჟვაძე

15 მარტი 2022, 23:41 4258 ნახვა

აჭარის მთავრობის თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეულად პოზიტიური ადამიანის, ჩვენი გუნდის წევრის თეა ვადაჭკორიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ჩვენს ქალაქს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დააკლდა ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა სიკეთის კეთების ნიჭით და პროფესიონალიზმით.

ვიზიარებ თეას ოჯახის, კოლეგების, მედიის წარმომადგენლების, მეგობრების დიდ ტკივილს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ პირებს, მათ შორის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"- წერს თორნიკე რიჟვაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში