აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს

16 მარტი 2022, 10:41 1484 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კონგრესმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა.

„ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, – განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში