ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს

16 მარტი 2022, 11:00 779 ნახვა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს. ცრუ განცხადებების გამოყენებაში ადანაშაულებს უკრაინული მხარე რუსეთს, წერია, რომ უკრაინული ძალები ახორციელებდნენ გენოციდს, დონბასის რეგიონის სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად რეგიონებში თავდასხმის საბაბად.

უკრაინამ საქმე 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, მალევე შეიტანა. რუსი ოფიციალური პირები ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ, 7 მარტს გამართულ მოსმენაზე არ გამოცხადდნენ. საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო ბრძანებას ადგილობრივი დროით, 16 საათზე გამოაქვეყნებს.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ასევე ცალკე დაიწყო გამოძიება ომის დანაშაულებებზე, რათა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ბრალდებები განიხილოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში