ზელენსკი: თუ NATO-ს ღია კარში ვერ შევალთ, თანამშრომლობის ახალი ფორმატი უნდა შევიმუშაოთ

16 მარტი 2022, 10:57 771 ნახვა

უკრაინა არ ცდილობს რომ ნატოს მეხუთე მუხლის აქტივიზაცია მოახდინოს, ასევე მუდმივად ვაცხადებთ რომ ჩვენი ცა ისევე უნდა იყოს დაცული როგორც ალიანსის ცა - განცხადება ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებთან, ონლაინ შეხვედრის დროს გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები, უნდა იფიქრონ დამოუკიდებელ თავდაცვის შესაძლებლობაზე ნატოს-ს გარეთ.

"არსებობს შეკითხვა თუ როგორ პასუხს გასცემს ალიანსი რუსეთს თუ რუსული რაკეტები მის ტერიტორიაზე დაეცემიან.

რუსეთმა ლვოვის ოლქი დაბომბა რომელიც ალიანსის საზღვრებიდან 20 კილომეტრშია, ასევე ალიანსის ტერიტორიაზე უკვე ჩამოვარდა რუსული უპილოტო აპარატი. მეხუთე მუხლის ასამოქმედებლად საჭიროა დარწმუნდე რომ ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაწყების შიშით რეაგირების არ შეეშინდება. ახლა ამაში დარწმუნებულები ვერ ვიქნებით.

კარგად მესმის რომ რადგან ალიანსში არ ვართ, ჩვენი ზეცა ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ. თუ ალიანსის ღია კარში ვერ შევალთ, მაშინ თანამშრომლობის ახალი ფორმატი უნდა შევიმუშაოთ. "ამბობს ზელენსკი. მისივე თქმით, აგრესორის შესაჩერებლად, დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში