ხარკოვში საარტილერიო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები განადგურდა - გარდაიცვალა 2 ადამიანი

16 მარტი 2022, 11:58 980 ნახვა

ხარკოვში, ნემიშლიანსკის რაიონში რუსეთის საარტილერიო თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა 2 საცხოვრებელი კორპუსი, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, მაშველები ადგილზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოიყვანეს 4 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა სკოლის შენობაზეც. შენობის ნაწილი განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში