რუსმა სამხედროებმა უკრაინაში უკვე 103 ბავშვი მოკლეს - უკრაინული მედია

16 მარტი 2022, 12:38 890 ნახვა

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკვე ასზე მეტი უკრაინელი ბავშვი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.

"დღეს დილის მონაცემებით, 103 გარდაცვლილი ბავშვია. დანაშაულთა აღრიცხვა ხდება 24/7. ჩვენ გავუშვით ერთიანი რეესტრი რომელსაც გამოიყენებს ყველა სამართალდამცავი ორგანო ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოებისთვის. 

იუსტიციის სამინისტრო ამ რესურსს გამოიყენებს სტრასბურგის სასამართლოში საჩივრისთვის"- განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში