ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ კრიზისის ესკალაცია უკრაინის საზღვრების გარეთ არ მოხდეს - სტოლტენბერგი

16 მარტი 2022, 13:58 971 ნახვა

ნატო-ს გენერალურმა მდივნის განცხადებით, ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა უზრუნველყოს, რომ კრიზისის ესკალაცია უკრაინის საზღვრების გარეთ არ მოხდეს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს არის მიზეზი, რის გამოც ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში წარმომადგენლობა გაიზარდა.

სტოლტენბერგის თქმით, თავდაცის საგანგებო მინისტერიალზე განხილული იქნება უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენცია.

„ეს არის გამანადგურებელი უკრაინელი ხალხისთვის და ასევე, შეცვლის ჩვენი უსაფრთხოების გარემოს, ამას ექნება გრძელვადიანი შედეგები ნატო-ს ალიანსის უსაფრთხოებისთვის. ნატო-მ უპასუხა ერთიანად და სწრაფად. ნატო-ს მოკავშირეებმა დააწესეს მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მოკავშირეები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვანი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით უკრაინას.

ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს კოლექტიურ თავდაცვას. ასი ათასობით სამხედრო გადაყვანილია მზადყოფნაზე, ასი ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება ევროპაში. 40 ათასი სამხედრო არის ნატო-ს პირდაპირი მეთაურობის ქვეშ აღმოსავლეთ ფლანგზე, რომლებსაც მხარს უჭერენ საჰაერო და საზღვაო ძალები. აშშ და თქვენ პირადად, თავდაცვის მდივანო, საკვანძო როლს ასრულებთ ამ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია ჩვენი კოლექტიურ თავდაცვის გაზრდასა და გაძლიერებაში. მეტი ამერიკელი სამხედრო ევროპაში არის ძლიერი გზავნილი ტრანსატლანტიკურ ერთიანობასთან დაკავშირებით და ჩვენ უკიდურესად მადლობელი ვართ, რომ მხარს უჭერთ იმას, რასაც ერთად ვაკეთებთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში