ისრაელმა უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გააუქმა

16 მარტი 2022, 14:49 1376 ნახვა

3 მილიონამდე გაიზარდა უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა, მათგან მილლიონ ნახევარზე მეტი ბავშვია. ყოველდღიურად 70 000 ბავშვი ხდება ლტოლვილი, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. 

ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო.

უკრაინის მოქალაქეები მიემგზავრება ისრაელშიც, თუმცა ამ ქვეყანამ უკრაინასთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ლტოლვილების მიღებაზეც უარი განაცხადა. 

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწესდა კვოტა უკრაინის 5 000 მოქალაქისთვის, რომლებიც შეძლებენ ქვეყანაში შესვლას და მისი ნაწილი უკვე გამოყენებულია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ გადაწყვეტილებას არამეგობრულ ნაბიჯად აფასებენ.

იყო თუ არა გენოციდი? ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში გამოიტანს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში