ომის პერიოდში ქალაქ ხარკოვში სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა

16 მარტი 2022, 15:23 783 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქ ხარკოვში სულ მცირე 500 მცხოვრები მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სამსახური ავრცელებს. 

ხარკოვი უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქია, რომელიც  ინტენსიურად იბომბება. რუსი სამხედროები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ. 

ბოლო ერთ დღეში ხარკოვში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში