ჩერნიგოვში რუსმა სამხედროებმა პურის რიგში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს - უკრაინული მედია

16 მარტი 2022, 15:56 1465 ნახვა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ერთ-ერთ რაიონში რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს პურის რიგში მდგარ ხალხს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქე.

გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა კვლავ დაარტყეს ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობას, მათ მაღალსართულიან კორპუსში რამდენიმე ბინა გაანადგურეს. ასევე ღამით მტრის ჭურვები მოხვდა ხარკოვის ერთ-ერთ სკოლას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში