ჰილტონთან აქციაზე დაკავებულთა სასამართლო

16 მარტი 2022, 17:21 1089 ნახვა

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, ბონდო თედორაძეს, ელგუჯა ბაგრატიონსა და ბაჩი მექვაბიშვილს. პოლიციის მოთხოვნა მათი პატიმრობაში დატოვებაა. როგორც აღნიშნეს, დაკავებულები სამართალდამრღვევების დაკავებას უშლიდნენ ხელს და არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას და აყენებდნენ მათ შეურაცხყოფას. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით, სასტუმრო ჰილტონთან მათ აქცია გამართეს, რა დროსაც პოლიციამ 6 მოქალაქე დააკავა.  სამი ბრალდებულის საქმე უკვე განიხილეს და ორი მათგანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს, ერთს კი პასუხისმგებლობა მოუხსნეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში