კიევთან რუსული ჯარების გამოჩენა უკრაინის ოკუპაციის განზრახვას არ უკავშირდება - ვლადიმერ პუტინი

16 მარტი 2022, 19:03 1635 ნახვა

უკრაინაში სამხედრო ოპერაცია წინასწარ დამტკიცებული გეგმის მკაცრი დაცვით მიმდინარეობს,  
კიევთან და უკრაინის სხვა ქალაქებთან რუსული ჯარების გამოჩენა ამ ქვეყნის ოკუპაციას არ უკავშირდება, ასეთი მიზანი არ გვაქვს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ქვეყნის მთავრობის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ყველა დიპლომატიური შესაძლებლობა ბოლომდე ამოწურული იყო. ჩვენ, უბრალოდ, არ დაგვიტოვეს არანაირი ვარიანტი მშვიდობიანი გზით გადაგვეწყვიტა პრობლემა, რომელიც ჩვენი ბრალეულობით არ შექმნილა. აქედან გამომდინარე, უბრალოდ, იძულებული ვიყავით სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაგვეწყო. კიევთან და უკრაინის სხვა ქალაქებთან რუსული ჯარების გამოჩენა ამ ქვეყნის ოკუპაციასთან კავშირში არ იყო, ასეთი მიზანი არ გვაქვს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთი არ დაუშვებს, უკრაინა აგრესიული ქმედებების პლაცდარმად იქცეს.

"ჩვენ არ გვრჩებოდა თავდაცვის სხვა ვარიანტი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გარდა და ყველა დასახული დავალება უსიტყვოდ შესრულდება. ჩვენ საიმედოდ უზრუნველვყოფთ რუსეთისა და ჩვენი ერის უსაფრთხოებას. არასდროს დავუშვებთ, უკრაინა მოქმდებდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების პლაცდარმად" - განაცხადა პუტინმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში