ჰილტონთან აქციაზე დაკავებულთა სასამართლო

16 მარტი 2022, 19:35 1166 ნახვა

22 მარტს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საქმეზე. ადმინისტრაციული მუხლით დაკავებულების შესახებ დღეს სასამართლოზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულებები წარმოადგინა და მოუსმინეს მოწმეებს. სასტუმრო „ჰილტონთან“ დაკავებულებიდან დღეს ბონდო თედორაძის, ელგუჯა ბაგრატიონის და ბაჩი მექვაბიშვილის საქმეზე იმსჯელეს. პოლიციის ბრალდება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაა, მათივე მტკიცებით ბრალდებულები ხელს უშლიდნენ სხვა ადამიანების დაკავებას და შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს. მათი მოთხოვნა სასამართლოსგან დაკავებულების პატიმრობაში დატოვება იყო. უსაფუძვლო და არაფრისმომცემი იყო მტკიცებულებები ოპოზიციონერებისთის. ბრალდებულები ამბობენ, რომ ამ მასალაზე ჩანდა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ. საუბარია სასტუმრო ჰილტონთან აქციაზე დაკავებულების საქმეზე, რა დროსაც ბათუმში ვიზიტით მყოფ ირაკლი კობახიძესთან ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციაზე პოლიციამ მაშინ 6 ადამიანი დააკავა. სამი ბრალდებულის საქმე უკვე განიხილეს და ორი მათგანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს, ერთს კი პასუხისმგებლობა მოუხსნეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში