აშშ-მა რუსი ოლიგარქების აქტივების დაყადაღების მიზნით საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა

17 მარტი 2022, 10:29 1057 ნახვა

აშშ-მა შექმნა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც დასავლეთში რუსეთის ელიტის წარმომადგენლების ფინანსურ აქტივებს მოიძიებს და დააყადაღებს. სამუშაო ჯგუფში შევლენ ავსტრალიის, დიდი ბრტანეთის, კანადის, იაპონიის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ევროკომისიის წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა და აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გრალანდმა სამუშაო ჯგუფის წევრებთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა.

სამუშაო ჯგუფის წევრები ამჟამად ფოკუსირებულები არიან 50 ადამიანზე, რომელთა აქტივების ძებნა გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში