ბოლო 24 საათში მტრის 10 სამიზნე განადგურდა - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი 

17 მარტი 2022, 10:45 792 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემამ მტრის 10 სამიზნე გაანადგურა. 

„გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის 10 სამიზნეა განადგურებული, მათ შორის არის ხუთი სუ-34-ის ტიპის ავიაგამანდგურებელი, სამი ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დანაყოფი აქტიურად მოქმედებენ, რათა რუსულ ავიაციას ცაში დომინირების საშუალება შეუზღუდონ“,- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ომის 21 დღეს უკრაინელი სამხედროები ცდილობენ მტრის დაჯგუფებებზე შეტაკებას და ოკუპირებული საზღვრების გაძლიერებას. 

გენშტაბის ცნობით, სახმელეთო ოპერაციის წარუმატებლობის გამო მტერი უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში