მარიუპოლში თეატრის შენობა დაბომბეს, რომელსაც ეწერა, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ

17 მარტი 2022, 12:05 960 ნახვა

ვიდრე უკრაინა-რუსეთის შორის მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს, რუსეთი ისევ აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სახლების დაბომბვას უკრაინაში.  

ამერიკული კერძო კომპანიის Maxar Technologies მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით ირკვევა, რომ  მარიუპოლის თეატრის შენობის ორ მხარეს, მიწაზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა - ბავშვები.

ეს იმას ნიშნავდა, რომ იქ პატარები აფარებდნენ თავს, თუმცა შენობა რუსი ჯარისკაცების სამიზნე  მაინც გახდა. ისინი ესვრიან სკოლებსაც. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში