მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სანთელი აანთო და განაცხადა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვაზე

17 მარტი 2022, 12:58 798 ნახვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებისას სანთელი აანთო და განაცხადა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვასთან დაკავშირებით.

სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე ილოცა და აღნიშნა, რომ დღეს ყველაფერი გვჭირდება ლოცვაც და ქმედებაც.

იგი დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკრაინის დროშის ფერების მაისურით გამოცხადდა.

„გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მისმა უწმინდესობამ ყველას გვთხოვა, მან ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში, აი ამ ტერმინებით, მან გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ და მოგვიწოდა ყველას, დღეს 12:00-დან პირველ საათამდე  ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მინდა, გთხოვოთ ყველას, ჩუმად, თქვენთვის შეგიძლიათ, ასევე ილოცოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვჭირდება, ლოცვაც, ქმედებაც“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს ეხება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში