რუსეთი ვიდრე ახალი დაპირებების გაცემაზე ისაუბრებს, აუცილებელია, 2008 წელს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს და გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან - კელი დეგნანი

17 მარტი 2022, 14:30 1498 ნახვა

ვიდრე რუსეთი რაიმე ახალი დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია 2008 წელს მიღწეული შეთანხმება და დაპირება შეასრულოს, გაიყვანოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა საქართველო-ჩენჩნეთს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის განხილვაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მნიშვნელოვანია რუსეთმა ჯერ ის დაპირებები შეასრულოს, რომელიც 2008 წელს საქართველოსთან დაკავშირებით გასცა.

„როგორც მახსოვს, ეს გზა არის საკმაოდ ძველი პროექტი და დაახლოებით 1970-1980-იან წლებში იყო დაპროექტებული. თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ვიდრე რუსეთი რაიმე ახალ პროექტებზე, გზებზე და დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია, რომ მათ შეასრულონ 2008 წელს მიღწეული შეთანხმება, დაპირებები და პირველ რიგში გაიყვანონ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. მთავარია, რომ მათ შეასრულონ ის დაპირებები, რომლებიც აღებული აქვთ 2008 წლის ომის შემდეგ და შემდეგ ისაუბრონ დანარჩენ დაპირებებზე“, – განაცხადა დეგნანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების საბჭო განიხილავს გზის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ჩეჩნეთსა და საქართველოს.

ეს საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ წამოიჭრა, რაც 15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში საგანგებო ვიზიტით ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი. ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების გაფართოებულ შეხვედრაზე ამ გზის საჭიროებაზე ისაუბრეს.

ამის მიზეზად კი კადიროვმა და პატრუშევმა გროზნოში გამართულ შეხვედრაზე უცხოურ ბაზრებზე წვდომის კუთხით გზის სტრატეგიული მნიშვნელობა დაასახელეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში