საომარი მოქმედებები უკრაინაში - 22-ე დღე

17 მარტი 2022, 15:14 861 ნახვა

კიევში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად ბოლო მონაცემებით გარდაიცვალა 1 და დაშავდა 3. ამ დროისთვის 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუირებულია 30 მოქალაქე. ბოლო ერთ დღეში ჩერნიგოვში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს 53 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ჩერნიგოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ცაუსი ტელეგრამ-არხში ავრცელებს. მისი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის ძალებზე არადასახლებულ პუნქტებში გამანადგურებელ დარტყმებს განაგრძობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში