რუსეთს აქვს ძალა,  ყველა თავხედ მტერს საკუთარი ადგილი მიუჩინოს - მედვედევი

17 მარტი 2022, 15:26 731 ნახვა

რუსეთს აქვს ძალა,  ყველა თავხედ მტერს საკუთარი ადგილი მიუჩინოს - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ განაცხადა.

დიმიტრი მედვედევის თქმით, შეერთებულმა შტატებმა „ამაზრზენი რუსოფობია გააღვივა, რათა დააჩოქოს რუსეთი და შემდეგ გაანადგუროს იგი“.

"ჩვენი ქვეყანა უნდათ გადააგდონ კუთხეში, დააჩოქონ და აღზარდონ ანგლო-საქსური სამყაროს ნიმუშების მიხედვით. გახადონ ის სუსტი და სრულიად მორჩილი. ან კიდევ უკეთესი, დაარღვიონ იგი... ეს არ იმუშავებს.

რუსეთს აქვს ძალა, თავის ადგილზე მოსვას მტრები, რომლებიც შეერთებული შტატების მიერ არიან მართულნი და მოსკოვი ჩაშლის რუსეთის დაშლის მიზნით, დასავლეთის „რუსოფობიურ'' შეთქმულებას.

დასავლეთის გააფთრებული ,,რუსოფობია'', როგორც ჩანს, ვერასოდეს ამოიწურება. ნატოს გაფართოება ჩვენს საზღვრებამდე, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღებული ეკონომიკური და საინფორმაციო ომი ყველა ფრონტზე, გაუთავებელი მუქარა და დაშინება, ჩვენი მოქალაქეების სასტიკი დევნა საზღვარგარეთ. არის საერთაშორისო სიტუაციის ამ უკიდურესი გამწვავების მიზეზები, რომელსაც მთელი მსოფლიო განიცდის ამ დღეებში"- განაცხადა მედვედევმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში