ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება - ოლაფ შოლცი

17 მარტი 2022, 16:40 825 ნახვა

ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-მ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება ყველა წევრისთვის.

„ნატო სამხედრო კუთხით უკრაინაში მიმდინარე ომში არ ჩაერთვება. მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, არის ამ ომის შედეგები ნატო-სთვის. ნატო უნდა მოემზადოს, უზრუნველყოს უსაფრთხოება ყველა წევრისთვის. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ. გერმანიას შეაქვს თავისი წვლილი და მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭირო იქნება. გუშინ გერმანიის კაბინეტის წევრებმა გადაწყვიტეს, განახორციელონ დამატებითი ინვესტიცია თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების დასაფინანსებლად. ეს არის მნიშვნელოვანი წვლილი ალიანსის შემდგომი გაძლიერებისთვის. ეს ასევე არის ჩვენი გამბედაობის გამოხატულება შეცვლილი სიტუაციის საპასუხოდ. ჩვენ ნატო-ს შიგნით გავაგრძელებთ საუბარს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ალიანსი კიდევ უფრო მეტად“, – განაცხადა შოლცმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში