ჩერნიგოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა - გარდაცვლილებს შორის ბავშვებიცაა

17 მარტი 2022, 17:21 781 ნახვა

ჩერნიგოვში რუსეთის თავდასხმის შედეგად საერთო საცხოვრებელი დაინგრა. უკრაინული მედიის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს.

​მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ორი მცირეწლოვანია. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის ერთი აშშ-ს მოქალაქეა.

ქალაქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის ინფორმაციით, რუსეთი ქალაქზე ავიაიერიშებს აგრძელებს, განადგურებულია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში