პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველო დატოვა

17 მარტი 2022, 18:07 954 ნახვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველო დატოვა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული, პოლონელი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად გააცილა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რომლის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში