ზუგდიდში, "მთავარის არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

18 მარტი 2022, 00:47 1111 ნახვა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ზუგდიდში მათ გადამღებ ჯგუფს "ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან თავს დაესხნენ.

როგორც ჟურნალისტი ჰყვება, მათ გადაიღეს, თუ როგორ ასუფთავებდნენ ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები უკრაინის დროშის ფერებში შეღებილ "ალტ-ინფოს" ოფისის შესასვლელს.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მათთან მივიდა კასტეტებით შეიარაღებული რამდენიმე პირი, სცემეს ოპერატორს და დააზიანეს კამერა.

ამ დროისთვის, არხის ოპერატორი და ჟურნალისტი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე პირი უკვე დააკავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში