ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს 

18 მარტი 2022, 10:34 1290 ნახვა

ევროპელი პარლამენტარები​ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვენ და ღია წერილს ავრცელებენ. 

36 დეპუტატი ნობელის კომიტეტს მიმართავს მშვიდობის პრემიაზე კანდიდატების წარსადგენად უკვე ამოწურული ვადა 31 მარტამდე გააგრძელოს, კანდიდატთა სია განაახლონ და მასში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, უკრაინელი ხალხიც შეიყვანონ.

ევროპელი პოლიტიკოსები ნობელის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავენ, რომ მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად იბრძვიან საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიის შენარჩუნებისთვის. 

„ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცისა, რომელიც უძლებს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ ამ ომს. მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები იბრძვიან დემოკრატიისა და თვითმმართველობის შესანარჩუნებლად. უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიდან დაწყებული, თვალცრემლიანი მამაკაცით დამთავრებული, რომელიც ემშვიდობება ოჯახს, რათა იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის, ხალხი მთელ უკრაინაში ავტორიტარიზმის ძალებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღდგა. მიგვაჩნია, რომ ახლა არის დრო, ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მსოფლიო მათ მხარესაა“, – ვკითხულობთ წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში