რუსმა სამხედროებმა კიევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - არიან დაშავებულები 

18 მარტი 2022, 11:28 826 ნახვა

კიევში საცხოვრებელი კვარტალი დაიბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, რუსმა სამხედროებმა დაბომბეს პოდოლსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები.

არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 5 სართულიან კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. 

წინასწარი ინფორმაციით, მაშველებმა 12 პირი გადაარჩინეს, ევაკუირებულია 98, დაშავებულია 4, გარდაიცვალა 1 ადამიანი.

ამ დროისთვის ზუსტდება კორპუსებზე მიყენებული ზარალისა  და დაშავებულთა რაოდენობა.

გუშინ, კიევში რუსული რაკეტის ნაწილები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა რასაც ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში