მესმის ზელენსკის იმედგაცრუება, მაგრამ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს - სტონტელბერგი

18 მარტი 2022, 12:26 688 ნახვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ გასაგებია პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სტოლტებერგმა განმარტა, რომ ომი არ უნდა გასცდეს უკრაინის ფარგლებს.

"ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა - გერმანია თამაშობს მთავარ როლს ამ ძალისხმევაში", - თქვა მან. 

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინულ ჯარებს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ წვრთნიდნენ და ეს ყველაფერი დაეხმარა რუსული ჯარების შემოჭრის წინააღმდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში